საკონდიტრო იგრედიენტების სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: - პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის სრული პროცესის წარმართვა;
- არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები: - მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია - B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები: - გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლიანობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ოპერატიულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV მეილზე hrcommune.plus@gmail.com