CMS სპეციალისტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 15 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  პროექტის მენეჯერი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ციფრული პროექტების გუნდში ვეძებთ CMS სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • კომპანიის ვებ-გვერდის (CMS) მუდმივი მონიტორინგი და მართვა;
  • ვების კონტენტის სტრუქტურირება და განთავსების უზრუნველყოფა (სტატიური გვერდები, სიახლეები, პროდუქტები და სხვა);
  • ახალი კონტენტის შექმნაზე, განახლებასა და ვებ-გვერდის დიზაინზე კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან;
  • ვებ-დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ფუნქციონალების შესამუშავებლად და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
  • ვებ-პროექტების ვადების, ხარისხისა და პროცესების კონტროლი;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა (მაგ. ვებსაიტის რედიზაინი, აპლიკაციების გამართული მუშაობის მხარდაჭერა, ახალი ციფრული სერვისების დანერგვა/ ინიცირება და ა.შ.)
  • შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ვებსაიტის მიზნობრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება და საბაზისო ტექნიკური ცოდნა;

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლითhttp://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.