ბროკერი
თარიღები: 17 აპრ - 16 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  უძრავი ქონება სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების აგენტი
Red House — უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სრულყოფილი პარტნიორი, უკვე 5 წელია ვქმნით წარმატების ისტორიებს დეველოპერულ ბაზარზე.
ცხადდება ვაკანსია ბროკერის პოზიციაზე

 ჩვენ არ ვართ უბრალოდ უძრავი ქონების სააგენტო —ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ინოვაციით, პროფესიონალიზმით და ნდობით ქმნის შედეგებს!
ჩვენი პროფესიონალი გუნდი სთავაზობს დეველოპერებსა და ინვესტორებს სრულ სერვისს:
  • პროექტების ეფექტურ მენეჯმენტს,
  • ბრენდინგსა და ბაზარზე სწორ პოზიციონირებას,
  • გაყიდვების მაქსიმალურ ეფექტურობას.
 
რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
  • Red House-ში შენ მუშაობ რეალურ მიზნებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მხარდაჭერით.

ჩვენ ვიყენებთ:
  •  ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს,
  • CRM პლატფორმებს,
  • ანალიტიკურ ინსტრუმენტებს,
 
რომლებიც შენს პროფესიულ წარმატებას არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ სწრაფადაც უზრუნველყოფს.

ჩვენ გვჯერა:
  • ყველა დიდი პროექტის უკან დგას ძლიერი გუნდი, სადაც ნდობა, გამჭვირვალე პროცესები და პროფესიონალიზმი საფუძველია წარმატებისთვის.

 რას გთავაზობთ?
  • გამომუშავებაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას  — სადაც შენი შრომა ფულად ნამდვილად გადაითვლება;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოს — გუნდი, რომელიც გვერდით დაგიდგება;
  • ტექნოლოგიურ მხარდაჭერას — სისტემა, რომელიც ზრდაში გეხმარება;
  • კარიერულ ზრდას და განვითარებას — ჩვენთან ერთ ნაბიჯზე არ ჩერდები. 
 
ვის ვეძებთ?
  • მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს;
  • მათ, ვისაც უყვარს გაყიდვები, მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • გამოცდილება უძრავ ქონებაში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მთავარი არის სწავლის და ზრდის სურვილი!
 
ჩვენთან ანაზღაურება იწყენა მინ. 2500 - ლარამდე (გამომუშავებით)
Red House — ეს არის ადგილი, სადაც შენი შრომის შედეგი ჩანს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი დღესვე!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.