CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
- ნომრების სისუფთავე;
- სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
- სველ წერტილებში ცხელი წყალი;
- საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
- საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
- საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება 2025 წლის 6 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ–ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის რაოდენობა და მათი ღირებულება, ასევე 1 პერსონაზე, 1 დღის მომსახურების სრული პაკეტის ფასი, რაც უნდა მოიცავდეს: საკონფერენციო სივრცის სრული დღის მომსახურება, ორი ჩაი-ყავა
- შესვენება, ერთი ლანჩი და ერთი ვახშამი (სავალდებულო);
- 2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- ადგილმდებარეობა (თბილისთან სიახლოვე ითვლება უპირატესობად);
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
მობ: +995 591 21 99 11