ავტოიმპორტიორი კომპანია "ამერიქარს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ძირითადი
მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება
- მომხმარებლებთან შეხვედრების მართვა
- მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია
- მომხმარებელთა ბაზის დამუშავება
- ავტოიმპორტის პროცესისა და საბაზრო ტენდენციების ცოდნა
მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების უნარები და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
- აზერბაიჯანული და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება ბონუსური სისტემით
- სასიამოვნო და დინამიური სამუშაო გარემო
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა