სასტუმრო "ლაჰილი", რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 25 ნომერი.ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.პირობები:- სამუშაო ადგილი: სვანეთი მესტია ა. ხერგიანის N3
- ანაზღაურება: 1500 ლარი.
- ბენეფიტები: განთავსება, კვება..
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
ძირითადი მოვალეობები:- Check in/ Check out.
- ტურისტების ან ჯგუფების შემოსვლისას სასტუმროს შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის და სასტუმროს წესების (აუცილებლად ჩვენს მიერ შემუშავებულის) მიწოდება კლიენტისთვის გასაგებად და მათი განთავსება სასტუმროში.
- ვიზიტორებისგან ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღება (მათ შორის საჩივრის) და ჩანიშვნა.
- ყველა საჩივრის გავლა მენეჯმენტის გუნდთან და დროულად აღმოფხვრა/გამოსწორება.
- ინფორმაციის მიღება-მიწოდება სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებიდან და სწორი გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან.
- დავალებების გაცემა სასტუმროს სხვადაახვა დეპარტამენტებისთვის.
- ონლაინ პლატფორმებისა Booking.com, Ostrovok და ტელეფონის ჯავშნების, Areali და Excel მართვა (არცოდნის შემთხვევაში სწავლა), მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
- კორესპონდენციის მართვა (ელ ფოსტაში, წერილების მიღება/პასუხი, ჯავშნებში შეტანა).
- ინვოისების მომზადება და მიწოდება კლიენტისთვის.
- ყოველდრიური ანგარიშის წარმოება.
- ანგარიშის წარმოება პასუხისმგებელ პირთან.
- საბოლოო ანგარიშსწორება კლიენტთან.
- დოკუმენტებისა და გადახდების მოწესრიგება.
აუცილებელი პირობა: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.საჭირო უნარები:- სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: g.dadvani@gmail.comგანიხილება როგორც სეზონური ასევა მუდმივი დასაქმება.სათაურის ველში მიუთითეთ - "ადმინისტრატორი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 11 77.