ბარმენი
თარიღები: 28 აპრ - 27 მაი
მდებარეობა: მესტია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hotellahili@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595 12 11 77
სასტუმრო "ლაჰილი", რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ბარმენის პოზიციაზე. 

პირობები:
  • სამუშაო ადგილი: სვანეთი მესტია ა. ხერგიანის N3
  • ანაზღაურება: 1000 ლარი (+ ბარის ნავაჭრის %);
  • ბენეფიტები: განთავსება, კვება..
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
  • სამუშაო საათები: 10 საათიანი სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:
  • ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
  • სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
  • ბარში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
  • თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:
hotellahili@gmail.com `საგნის` გრაფაში მიუთითოთ ,,ბარმენი,, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 11 77
გისურვებთ წარმატებას!