Tempo Holding –სამშენებლო და დეველოპერული კომპანია,რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, სანდოობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ პროექტებს – სწორედ ამიტომ ვეძებთ ასეთივე ღირებულებებზე დაფუძნებულ პროფესიონალს.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
გრაფიკი: ორშაბათი-პარაკევი 10:00-19:00
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და მართვა.
- ბიუჯეტირების პროცესის სრული მართვა: წლიური და პროექტების მიხედვით ბიუჯეტების შედგენა, მონიტორინგი, ანალიზი.
- მენეჯმენტისათვის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
- ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია.
- კომპანიის ფინანსური რისკების იდენტიფიკაცია და მართვა.
- ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო და შესაბამისობის (compliance) პროცესების ზედამხედველობა.
- ბუღალტრული გუნდის მართვა, განვითარება და პროცესების ეფექტიანობის ზრდა.
- საბანკო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან ურთიერთობის მართვა.
- შიდა ფინანსური პოლიტიკების, პროცედურების და სტანდარტების შემუშავება.
- საჭიროების შემთხვევაში პროექტების საინვესტიციო ანალიზის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნესის მართვაში (სასურველია MBA).
- CFO-ის ან ფინანსური მენეჯერის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში ან მსხვილ ბიზნესში.
- ფინანსური მოდელირების, ანალიტიკის და პროგნოზირების ძლიერი უნარები.
- ბიუჯეტირების, cash flow მართვის და რისკების შეფასების სიღრმისეული ცოდნა.
- საბუღალტრო და საგადასახადო პროცესების ღრმა ცოდნა (ორისი ან FMG-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
- ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება.
- ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და მენეჯერული უნარები.
- მაღალ დონეზე Excel-ის და ფინანსური პროგრამების ცოდნა.
- გუნდის მართვის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული 5 000 ლარი + ბონუსი)
- სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
- მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე
n.mamuchadze@tempoholding.ge ხოლო საგნის ველში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღება დასრულდება:
15 მაისი, 2025დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!