ფილიალის კოორდინატორი
თარიღები: 28 აპრ - 20 მაი
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1400 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mihouse.ge
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის კოორდინატორის პოზიციაზე ქ.ქუთაისის ექსპრეს ფილიალში

სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის 112, ქუთაისი.
ანაზღაურება: 1400 ლარი + ბონუსი 
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სამუშაო საათი)

მოვალეობები:
  • დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის შექმნა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის ვიზუალური მხარის კონტროლი, კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად;
  • დაქვემდებარებული პერსონალის პროდუქციის ცოდნის მუდმივი გაღრმავება და მონიტორინგი;
  • ფასების მაჩვენებლების დროული და კორექტული განთავსების ორგანიზება და მონიტორინგი;
  • თაროებზე პროდუქციის დროული და სწორი განლაგების ორგანიზება და მონიტორინგი, კომპანიის მიერ შემუშავებული მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • იმპორტული პროდუქციის ნაშთების პროგრამული და ფაქტიური კონტროლი;
  • ნაშთების შესავსებად ცენტრალური და პავილიონის საწყობებიდან გადაადგილებების შექმნა და შესრულების კონტროლი;
  • ადგილობრივი მომწოდებლების ნაშთების კონტროლი და შესყიდვების დეპარტამენტის მხარდაჭერა შეკვეთების გაკეთებისას;
  • წუნდებული პროდუქციის აქტების შევსება და მათი დასაწყობების ორგანიზება დროებით საწყობში;
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და გაყიდვების პროცესში დახმარება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების და ნაშთების ოპტიმიზაცია;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯერთან რეპორტინგი.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • რითეილ სფეროში მუშაობის 2-4 წლიანი გამოცდილება
  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) 
  • ორგანიზებული
  • გუნდის მართვის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღბის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლიანი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ძალიან მეგობრულ,  საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
  • Fit-pass-ს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2025 წლის  20 მაისის  ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!