მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
სამუშაოს ტიპი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.
ანაზღაურება: 900 ლარი (NET)
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველღდღიური HR ოპერაციების მხარდაჭერა
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა ხელშეკრულებებისა და ბრძანებების მომზადებაში ჩართულობა
- პერსონალის პირადი საქმეების ადმინისტრირება
- პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა-განახლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამებთან (Microsoft Word, Excel, Outlook) მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარი
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
- Fit-pass-ს.
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.