,,10x” ეძებს კრეატიულ და დეტალებზე ორიენტირებულ
ჯუნიორ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენი გუნდის ვიზუალურ პროექტებში და შექმნის ბრენდის მოთხოვნებს მორგებულ ეფექტურ ვიზუალურ მასალებს.
მოქმედი პოზიცია მოითხოვს მუშაობას სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალებზე, მათ შორის სარეკლამო, ბრენდული და სოციალური მედიის დიზაინის ელემენტებზე. სამუშაო პროცესში ძირითადი ფოკუსი გაკეთდება Adobe Creative Suite (Illustrator, Photoshop, InDesign) პროგრამებზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი, შეთანხმებისამებრ.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდული და სარეკლამო მასალების (ლოგოები, ბანერები, სოციალური მედიის ვიზუალები) შექმნა;
- დიზაინის კონცეფციების შექმნა და მათზე მუშაობა გუნდთან ერთად;
- ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება;
- პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Adobe Creative Suite-ის პროგრამების (Illustrator, Photoshop) მაღალ დონეზე ფლობა, ასევე სასურველია მუშაობის გამოცდილება InDesign -ში;
- დეველოპერებთან და მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა;
- სასურველია პორტფოლიო რეალური პროექტებით;
- სამუშაოსადმი პროფესიონალური მიდგომა და ორგანიზებულობა.
შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე:
info@10x.edu.ge 12 მაისამდე. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 მაისისა.
გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების დირექტორისთვის წარდგენა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 23 მაისისა.
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- გრაფიკული დიზაინის პორტფოლიო (pdf-ფორმატი ან ლინკები);
- სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/სერტიფიკატი).
შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიცია.