2D ანიმაციის პრინციპების განმახორციელებელი
თარიღები: 29 აპრ - 12 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@10x.edu.ge
,,10x” გრაფიკული დიზაინის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას მოდულის — „2D ანიმაციის პრინციპები“ განმახორციელებლის პოზიციაზე.

განმახორციელებელი პასუხისმგებელი იქნება პროფესიული სტუდენტებისთვის 2D ანიმაციის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების სწავლაზე Adobe After Effects-ის გამოყენებით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია რელოკაცია თბილისიდან ბათუმში კონტრაქტის ვადის განმავლობაში, ან დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.

სამუშაო დატვირთვა: სასწავლო ცხრილის შესაბამისად (სრული ან ნახევარი განაკვეთი შეთანხმებისამებრ).
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე.

მოთხოვნები:
  • 2D Motion-ის შექმნისთვის საჭირო პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა: - Adobe After Effects (მაღალ დონეზე) და დამხმარე ხელსაწყოების Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის (საშუალო დონეზე;
  • მოუშენ დიზაინში მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია ლექტორობის ან მენტორობის გამოცდილება;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები.

მოვალეობები:
  • 2D Motion (After Effects) დიზაინის თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო მასალების მომზადება;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების დაგეგმვა და შეფასება;
  • კურსის განმავლობაში პროგრესის მონიტორინგი და სტუდენტების მხარდაჭერა.

შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: info@10x.edu.ge 12 მაისის ჩათვლით.
შერჩეულ კანდიდათებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 მაისისა.
გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების დირექტორისთვის წარდგენა და კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების ( შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 23 მაისისა.

ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან სერტიფიკატი) წარმოდგენა
  • რეზიუმე (CV)
  • ნამუშევრების პორტფოლიო

შენიშვნა: გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითო ვაკანტური პოზიცია.