„10x“ ციფრული მარკეტინგის პროფესიული მომზადების პროგრამის განმახორციელებლის პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას.
განმახორციელებელი პასუხისმგებელი იქნება პროფესიული სტუდენტებისთვის ციფრული მარკეტინგის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების სწავლაზე თანამედროვე მარკეტინგული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
(შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია რელოკაცია თბილისიდან ბათუმში კონტრაქტის ვადის განმავლობაში, ან დისტანციურ რეჟიმში მუშაობა).
სამუშაო დატვირთვა: სასწავლო ცხრილის შესაბამისად (სრული ან ნახევარი განაკვეთი შეთანხმებისამებრ).
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე.
მოთხოვნები:
- ციფრული მარკეტინგის პრინციპებისა და ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Ads, Google Ads, SEO, Email Marketing, Content Marketing);
- ციფრული კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების პრაქტიკული გამოცდილება
- სასურველია ლექტორობის ან მენტორობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები.
მოვალეობები:
- ციფრული მარკეტინგის თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება;
- სტუდენტებისთვის სასწავლო მასალების მომზადება;
- ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების დაგეგმვა და შეფასება;
- კურსის განმავლობაში პროგრესის მონიტორინგი და სტუდენტების მხარდაჭერა.
შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: info@10x.edu.ge 12 მაისამდე.შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 მაისისა.გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების დირექტორისთვის წარდგენა და კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების (შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 23 მაისისა.
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- ნამუშევრების პორტფოლიო ან ციფრული მარკეტინგული პროექტების მოკლე აღწერა (კამპანიების მაგალითები, შედეგები და გამოყენებული ინსტრუმენტები)
- სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან სერტიფიკატი) წარმოდგენა
შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიცია.