შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერის პოზიციაზედასაქმების ადგილი - აჭარა, ქობულეთიდაქვემდებარება - რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების კოორდინატორი; რადიო ქსელის მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელისამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 (ექვსი) დღე,ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შესვენება 1 სთ),შაბათს - 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდეანაზღაურება - 1300- 1500 ლარი (კომპეტენციის ფარგლებში) + ბონუსიგამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)დამატებით სარგებელი -- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50% ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
- FitPass
ფუნქცია - მოვალეობები:- საბაზო სადგურების მომსახურება, წესრიგში მოყვანა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დაზიანების შემთხვევაში, საბაზო სადგურებზე დროული მისვლა;
- დაზიანების შემთხვევაში, მიზეზის პოვნა, ანალიზი და მისი აღმოფხვრა;
- ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება და გადაჭრის გზების განსაზღვრაში ჩართულობა
- სადგურზე ელ. ენერგიის მიწოდების შეფერხებისას სადგურის ელ. მომარაგება მობილური გენერატორის საშუალებით;
- სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დადგენილი წესით მიწოდება;
- საბაზო სადგურების გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- კვების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პერიოდული ტესტირება;
- გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
- საბაზო სადგურებზე ახალი აპარატურის მონტაჟი, კონფიგურაცია, ქსელში ინტეგრირება;
- სამსახურეობრივ ელ.ფოსტაზე მიღებული წერილების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- განათლება - უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება - სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კავშირგაბმულობის მიმართულებით. სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით ცოდნა - რადიო-სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა IP ქსელის ცოდნა საბაზისო დონეზე
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - „რადიო ქსელის მომსახურების ინჟინერი, აჭარა-ქობულეთი“დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.გისურვებთ წარმატებებს!