სქოუფი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: Gino Aquapark, ბეშენოვას ქ. 9, თბილისი (თბილისის ზღვის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი (დღეები ცვლადი იქნება)
ანაზღაურება: 1000 ₾ ფიქსირებული + გაყიდვებიდან 5% ბონუსი (საშუალოდ 1500–2000₾)
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების განხორციელება
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება
- Gino-ს სივრცეში მიმდინარე აქტივობების ფოტოსა და ვიდეომასალის შექმნა
- გუნდის ინფორმირება სიახლეებზე და მარკეტინგული იდეების გენერირება
- Gino-ს პერსონალთან თანამშრომლობა და კოორდინაცია
- კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობა
მოთხოვნები:
- გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება)
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
- ფოტო და ვიდეო მასალის გადაღების საბაზისო უნარები
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება
რას გთავაზობთ:
- მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემო
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- მეგობრული და პროფესიონალური გუნდი
- სოციალური პაკეტი და ბონუსური სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@scope.ge