სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას
დასუფთავების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 19 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
„სუფთა სამყარო“-ში დასაქმებით:
- მიიღებთ დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;
- შეისწავლით პროფესიონალური დასუფთავების თანამედროვე ხერხებს და მეთოდებს;
- გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიებს დასუფთავების სფეროში;
- გახდებით პროფესიონალთა დიდი გუნდის წევრი და ყოველთვის გექნებათ მასზე მიკუთვნებულობის განცდა, რაც მოგცემთ უდიდეს მოტივაციას და გვერდში დგომის იმედს;
ძირითადი მოვალეობები
- აკონტროლოს სისუფთავის ხარისხი მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე, წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
- მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;
- აკონტროლოს და შეაფასოს თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
- უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების ფარგლებში;
- ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
- უზრუნველყოს კლიენტთან ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ) გაფორმება;
- დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს.
მოთხოვნები და უნარები
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მენეჯერს უწევს გადაადგილება დღეში რამდენიმე ლოკაციაზე. მენეჯერის თანამდებობა არ გულისხმობს საქმის ოფისიდან მართვას.
მომსახურების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში მდებარე ობიექტებზე და ამიტომ, პერიოდულად მოუწევს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა, ობიექტების მონიტორინგის მიზნით.
საკუთარი ავტომობილით მუშაობის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს საწვავის და მანქანის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 სამუშაო საათი, თვეში 22 დღე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე:
cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.