Chemicals Coating Trading აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზეადგილმდებარეობა: ჰიბრიდული (თბილისი, საქართველო)დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთიჩვენს შესახებ:Chemicals Coating Trading-ში ვამაყობთ, რომ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის დეკორატიულ საღებავებს, მეტალის საფარებს და ხის საფარებს (პრაიმერები, საღებავები და გამათხელებლები). ჩვენი ქარხანა მდებარეობს რუსთავში და ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საუკეთესო ხარისხისა და ფასის კომბინაცია მომხმარებლისთვის და განვავითაროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე. ადგილობრივი წარმოების გარდა ვართ იტალიური ბრენდ Milesi-ის შემომტანები ამიერკავკასიაში.თქვენი როლი:ვეძებთ მოტივირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ჩვენს გუნდში! თქვენ თამაშობთ მნიშვნელოვან როლს მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასა და შესანიშნავი სერვისის უზრუნველყოფაში. საოფისე საქმის შესრულება გიწევთ სახლიდან.თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს:- ბაზრის კვლევას
- ცივი ზარების განხორციელებასა და შემდგომ კომუნიკაციას
- შეხვედრების დაგეგმვასა და დასწრებას
- პოტენციური კლიენტების მოძიებას და გარიგებების დახურვას
- გაყიდვების შემდგომ მხარდაჭერას
- მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნებას
მოთხოვნები:- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
- გახსნილი აზროვნება, მაღალი მოტივაცია და თვითდისციპლინა
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
- საკუთარი ავტომობილის ყოლა უპირატესია
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
სასურველი კვალიფიკაციები:- გაყიდვებში წარმატებული გამოცდილება და ამის მაგალითები.
- სამშენებლო მასალების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.
ანაზღაურება და ბენეფიტები:- ფიქსირებული ხელფასი: 1200 ლარიდან ზემოთ გამოცდილების მიხედვით.
- გეგმების წარმატებით შესრულების შემთხვევაში 3 თვის შემდგომ ხელფასის ზრდა.
- ბონუსები შედეგებზე დამოკიდებული
- საწვავის ხარჯების დაფარვა
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
შესასრულებელი მინიმალური გეგმა:- 1-3 თვეში: დაახლოებით 9-10-ჯერ მეტი ვიდრე ფიქსირებული ხელფასი
- 3 თვის შემდეგ: დაახლოებით 13-15-ჯერ მეტი ვიდრე ფიქსირებული ხელფასი
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge გთხოვთ მიუთითოთ ინფორმაცია ავტომობილთან დაკავშირებით. ასევე მოიწერეთ მცირე ინფორმაცია, მაგალითად თქვენი ხედვებისა და მიზნების შესახებ (ან რასაც საჭიროდ ჩათვლით). ველით თქვენს გაცნობას!