,,ზერონ ელექტრიკსი’’ მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
,,ზერონ ელექტრიკსი’’ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
,,ზერონ ელექტრიკსი’’ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვის პროცესების მართვა დადასტურებული შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
- გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
- ადგილობრივი / საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანმშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
- პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დამკვეთ დეპარტამენტთან.
- პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
- ტექნიკური დავალების მიღება , გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
- არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
- ყველა შესყიდვის გაერთიანება და ჰოლდინგის მასშტაბით შესყიდვების დაგეგმვა და აღსრულება;
- შესყიდვის პროცესის წარმოება ISO სტანდარტებთან მიმართებაში;
- პრიორიტეტების განსაზღვრა;
- მომწოდებელთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება დადგენილი წესის გათვალისწინებით;
- გადარიცხვების ყოველთვიური გეგმის შედგენა და შემდგომ ყოველდღიური განახლება;
- შესყიდვების ანალიზი, მაქსიმალური ავტომატიზაციის წინადადებების შემუშავება უშუალო უფროსთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
- საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვებში გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ბაკალავრი/მაგისტრი;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 29 მაისამდე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონ ელექტრიკსი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონ ელექტრიკსის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.