„ვიანი“ აცხადებს აუდიტორის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
განსაკუთრებული მინიშნება: სამუშაოს შესრულებისათვის სავალდებულოა მივლინებების განხორციელება რეგიონებში
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანი(ებ)ის ბიზნეს პროცეს(ებ)ის აუდიტი:
- შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
- შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
- შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;
- პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კონტროლის მექანიზმების ტესტირებაში მონაწილეობა;
- შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
- აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ(ებ)თან;
- შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
- შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- სავალდებულოა სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანიის/კლინიკების, ფარმა სექტორის აუდიტის მიმართულებით;
- ასევე მისაღები იქნება სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში შიდა აუდიტის მიმართულებით ან სამედიცინო დაწესებულებაში/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში/ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:
- შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
- საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კომპეტენტური სამსახურების მიერ გაცემული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ სამედიცინო საქმიანობას;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
- პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ობიექტურობა;
- პატიოსნება;
- პრინციპულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის განაწილების/მართვის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 მაისი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.