ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესის კორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად ინგლისურენოვანი პროგრამებისთვისსამუშაო განაკვეთი: სრულისაშტატო რაოდენობა: 1.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- განათლება: უმაღლესი
- გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ცოდნა:- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B-2 დონეზე ;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.
სასწავლო პროცესის კოორდინატორის ფუნქცია:- უშუალოდ ურთიერთობს სტუდენტებთან, ახდენს სტუდენტებისა და ლექტორების ტექნიკურ საკითხებზე დახმარებასა და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას;
- სკოლის დეკანთან კოორდინაციით ახორციელებს სტუდენტების სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარებას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას;
- ახორციელებს სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდებას და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობას;
- აწარმოებს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგს;
- თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული ბაზის წარმოებას;
- აკვალიანებს სტუდენტებს საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
- ახორცილებს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგს;
- ახორცილებს სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სხდომების ორგანიზებასა და დაოქმებას;
- ახორციელებს დასწრებას შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
- აწარმოებს მონიტორინგს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანასთან დაკავშირებით სტუდენტურ ბაზაში;
- კოორდინირებას უწევს სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესს;
- მონაწილეობს პირველკურსელთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/შეგროვება/დახარისხების პროცესში;
- უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს;
- ახორციელებს ლექტორების მონიტორინგს (ლექტორის მიერ სასწავლო კვირაში ფაქტობრივად ჩატარებული საათობრივი დატვირთვის ასახვა);
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2025 წლის 29 აპრილიდან 2025 წლის 29 მაისის ჩათვლით.გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@neu.edu.geსაკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995 2 18 52 52