მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზესამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანიგრაფიკი: 10:00-18:00ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი + საწვავიძირითადი ფუნქცია მოვალეობები:- კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ კორპორატიული კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
- პოტენციური კლიენტების და გაყიდვის არხების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშის წარდგენა კლიენტების ბაზის, მათი ასორტიმენტული და საფასო საჭიროებების და გაყიდვისშემდგომი მომსახურების წარმოების ჭრილში;
- ახალი სარეალიზაციო ბაზრის მოძიება და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება კომპანიის ასორტიმენტის შემსყიდველ კომპანიებთან კომპანიის პოლიტიკის გათვალისწინებით;
- არსებულ პარტნიორებთან ახალი ასორტიმენტის დანერგვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება კომპანიის ინტერესებისა და პოლიტიკის გათვალისწინებით;
- მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.
- ყოველდღიური რეალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორების დროულად გამოვლენა და ხელმძღვანელობის ინფორმირება, კორექციისა და კომპენსაციის მექანიზმების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (MS office Word, Excel, PowerPoint, 1C)
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი ავტომობილით)
პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა
- გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი,
- ორგანიზებულობა
- სტრესული გარემოების მართვის უნარი;
- შრომისმოყვარობა,
- დისციპლინირებულობა
- გუნდში მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
- Fit-pass-ს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.გისურვებთ წარმატებებს!