შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.ფუნქცია-მოვალეობები:- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელდება;
- მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- კამპანიისთვის საჭირო ქოფიზე მუშაობა;
- საიტისა და სოციალური მედიის (Facebook, Youtube, LinkedIn მართვა): ანალიტიკა, კონტენტის შერჩევა, რეკლამის მართვა;
- მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი, შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
- საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის შესწავლა, სტატისტიკური ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- სოციალური მედიის ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების ანალიზი, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ათვისება;
- სოციალური მედიის მენეჯერისისთვის დავალებების განაწილება და მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება კომუნიკაციების/ ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის / მედიის/ ინფორმაციულ ტექნოლოგიების / ჟურნალისტიკის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
- სოციალურ მედია პლატფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება;
- Google Analytics, google ads, google merchant, Facebook Ads Manager, Facebook Pixel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე, რუსული ენის - სალაპარაკო დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- Adobe & Photoshop-ის ცოდნა (საბაზისო დონეზე);
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ ( 1 საათი შესვენება);
- ანაზღაურება: ფიქსირებული
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- კვება;
- Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს