სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:შემფუთავ-დამფასოებელი/მექანიკოსი
მდებარეობა: ქ. რუსთავი.
შემფუთავ-დამფასოებელი (1 ვაკანსია)
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
- ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი.
- ყურადღებიანი.
- პუნქტუალური.
- შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
- მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
- მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
- შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
- წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო საჭიროებიდან გამომდიანრე).
ხელფასი 1400 ლარი ხელზე ან 7,67 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე ან 5,48 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
მექანიკოსი - 2 ვაკანსია
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
- მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
- დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
- ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
- ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
- მართვის მოწმობის ქონა.
- ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
- სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
- აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
- ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
- დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
- ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში);
ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).