სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შემფუთავ-დამფასოებელი
მდებარეობა: ქ. რუსთავი.
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
- ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
- ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
- პასუხისმგებლიანი.
- ყურადღებიანი.
- პუნქტუალური.
- შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
- მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
- მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
- შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
- წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო საჭიროებიდან გამომდიანრე).
ხელფასი 1400 ლარი ხელზე ან 7,67 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში - 1000 ლარი ხელზე ან 5,48 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.