რეზერვაციბის მენეჯერი
თარიღები: 30 აპრ - 29 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი:  ჯავშნები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@georgianbus.com
ჯორჯიან ბას აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციბის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი,
ანაზღაურება : 1500 (Net) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებისთვის სასტუმროების, ავიაბილეთების, ტრანსფერების, ტურებისა და სხვა ტურისტული სერვისების დაჯავშნა;
  • ინვოისების და საბუთების მომზადება რეზერვაციებთან დაკავშირებით;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია ტურისტულ პარტნიორებთან, სასტუმროებთან, ავიაკომპანიებთან და კლიენტებთან;
  • პრობლემური სიტუაციების დროული მოგვარება (გადაჯავშნა, გაუქმება, შეცდომები და სხვ.);
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ჯავშნების პირობებზე და წესებზე;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ჯავშნების ფარგლებში.
  • შესრულებული ჯავშნების სტატისტიკა, გაყიდვები და ტენდენციების ანალიზი(რეპორტინგი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოლაპარაკების უნარი;
  • დროის მართვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდურ გარემოს
  • მაღალი კლასის ოფისს და კომფორტულ სამუშაო სივრცეს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების უაღრესად კარგ შესაძლებლობებს

დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ hr@georgianbus.com, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება