შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” წარმოადგენს სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიას.
შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ადგილი: საგურამო ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სამშენებლო/ან საწარმო სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;)
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)
დახასიათება/რეკომენდაცია წინა სამსახურიდან
პიროვნული უნარ-ჩვევები:
მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პუნქტუალური
მოლაპარაკების წარმოების უნარი
წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
მომწოდებლების ბაზების შედგენა და მუდმივად განახლება;
მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა და კოორდინაცია (ყველა საჭირო დოკუმენტაციის/საბუთის წარმოება, მომზადება, პროგრამულად ასახვა, შენახვა;);
კომპანიაში არსებული მასალების შესწავლა;
პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
ბაზრის კვლევა და ანალიზი; შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
არსებული და ახალი პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაზიარება;
სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით და მოთხოვნის შესაბამისად.
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club”-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.