ლოჯისტიკის სპეციალისტი
თარიღები: 30 აპრ - 29 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: რუსული ინგლისური თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: m.kondaridze@vengo.ge
„ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

„ვენგო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათი - კვირა

მოვალეობები:
  • პროდუქციის გადაზიდვის ფასთა გამოკითხვა, მიწოდების ვადების კონტროლი;
  • გადაზიდვების ეფექტური ორგანიზება და განხორციელება;
  • პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება
  • სააღრიცხვო - საანგარიშო ინფორმაციის მომზადება;
  • დოკუმენტების მენეჯმენტი - ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
  • აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;

მოთხოვნები:
  • აუცილებელია თურქული, ასევე ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • სატრანსპორტო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  m.kondaridze@vengo.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: „ლოჯისტიკის სპეციალისტი“;
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.