წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!ამჟამად ჩვენ სერვის კონსულტანტს ვეძებთ.გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:- გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
- ხარ პასუხისმგებლიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
- შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.
გაინტერესებს რას გთავაზობთ?- ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
- სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
- პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
- პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:- კლიენტის შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კლიენტის მოთხოვნების გამოვლენა;
- გაყიდვების წერტილების ვიზიტორების დახვედრა და გაცილება;
- კლიენტის გადამისამართება შესაბამისი ქვედანაყოფის თანამშრომელთან;
- კლიენტთა ინფორმაციული მომსახურება.
შენგან კი დაგვჭირდება:- სასურველია უმაღლესი განათლება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.