ნავთობკომპანია “ქონექთი” 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენს 130 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აერთიანებს 800 ზე მეტ თანამშრომელს.“ქონექთში” ადამიანური კაპიტალის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ უმცროს HR ადმინისტრირების სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს HR გუნდს და ხელს შეუწყობს ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვას. ეს როლი იდეალურია მათთვის, ვინც იწყებს კარიერას HR-ში და სურს პროფესიული განვითარება სტაბილურ და მეგობრულ გარემოში.ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;ანაზღაურება: 1200 (NET)ძირითადი მოვალეობები:- თანამშრომელთა მონაცემების განახლება და ადმინისტრირება HR სისტემაში (HRIS), Rs.ge, სადაზღვეო პორტალზე;
- საშტატო ფაილის განახლება ყოველდღიურად;
- დასაქმების დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, შიდა ბრძანებები და სხვ.);
- თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა და შვებულებების მართვა;
- სხვადასხვა HR ანგარიშების მომზადება;
- HR პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და დოკუმენტაციის დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ადამიანური რესურსები);
- სტაჟირება ან სამუშაო გამოცდილება HR/Admin პოზიციაზე;
- გამოცდილება HRIS ან დოკუმენტაციის მართვის სისტემებთან;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word).
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:- კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დოკუმენტებთან ზუსტად და ყურადღებით მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 მაისი.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!