ტექნოლოგიური კომპანია Self.HR HR სისტემის ლიდერი პროვაიდერია საქართველოში.
კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 950-ზე მეტ კომპანიას და 100,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr
Self.HR- ის გუნდში ვეძებთ ტალანტს ბიზნეს ანალიტიკისა და იმპლემენტაციის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორ კომპანიებში Self.HR სისტემის იმპლემენტაციის პროცესის მართვა;
- პარტნიორ კომპანიაში ბიზნეს პროცესების ანალიზი და შესაბამისი ციფრული გადაწყვეტილებების დანეგვა;
- Self.HR სისტემის მოდულების შესახებ ტრენინგებისა და შეხვედრების გამართვა;
- იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- პროდუქტის განვითარებასა და პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება.
რას მიიღებთ სანაცვლოდ:
- კომფორტულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
- სწრაფ განვითარებასა და კარიერულ ზრდას;
- სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებს;
- სხვადასხვა კორპორატიულ ბენეფიტს;
პოზიციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება HR-ის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
საორგანიზაციო დეტალები:
სამუშაო გრაფიკი – ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00სთ
დასაქმება განიხილება ოფისიდან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
წარმატებებს გისურვებთ!