კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტისამუშაო გრაფიკი: სრულიანაზღაურება: 2500- 3000 ლარი გამოცდილების შესაბამისადკომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებასფუნქცია-მოვალეობები:- რესტორნის ყველა აქტივობის ზედამხედველობა და კოორდინაცია ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად
- რესტორნის პერსონალის მართვა
- მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაზე ზრუნვა სტუმრებთან ურთიერთობით, პრობლემების გადაწყვეტით და პოზიტიური დამოკიდებულებით.
- გახსნის და დახურვის ყოველდღიური პროცედურების კონტროლი, მათ შორის ფულადი სახსრების დამუშავებას
- ინვენტარიზაციის წარმოება და საჭირო ნივთების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
- სამზარეულოს პერსონალთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკვების დროული მომზადება და პრეზენტაცია, ხარისხი და თანმიმდევრულობა
- სტუმრების შენიშვნების განხილვა, რაც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
- რესტორნის სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
- პერსონალთან შეხვედრების ჩატარება, სიახლეების გაცნობა , ტრენინგები.
- სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივ ანალიზის წარმოება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა.
- POS სისტემების და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ცოდნა (Fidelio, Micros, Materials)
- მსგავსი მოვალეობების შესრულების 2 წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
- პუნქტუალურობა,
- ორგანიზებულობა,
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- კომუნიკაბელურობა,
- გუნდური მუშაობის უნარი,
- ანალიტიკური აზროვნება,
- მომსახურების უნარები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.comკანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთანმადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.