ღამის დისპეჩერი/საოპერაციო მენეჯერი
თარიღები: 01 მაი - 30 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1700 - 2500
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი) დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: georgianlogisticsgroup@gmail.com
კომპანია  „Logistics Group” აცხადებს ვაკანსიას ღამის დისპეჩერის და საოპერაციო მენეჯერის პოზიციებზე.
კომპანიის საქმიანობაა კომერციული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ტერიტორიაზე, კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ლოჯისტიკის სფეროში 2016 წლიდან.

სამუშაოს აღწერილობა (დისპეჩერი):
  • სისტემაში შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
  • შეკვეთის ღირებულების დათვლა და შეთავაზების მომზადება/გაგზავნა;
  • კომუნიკაცია დამკვეთთან შეთავაზების დეტალებზე;
  • კომუნიკაცია მძღოლებთან;

სამუშაო გრაფიკი - (დღის დისპეჩერი) კვირაში 5 დღე 16:00-დან 01:00-მდე
სამუშაო გრაფიკი - (ღამის დისპეჩერი) კვირაში 3 ან 4 ღამე;01:00-დან 07:00-მდე

სამუშაოს აღწერილობა (საოპერაციო მენეჯერი);
  • დისპეჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
  • შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
  • მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება;
  • მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.

სამუშაო გრაფიკი - (დღის) კვირაში 5 დღე 16:00-დან 01:00-მდე
სამუშაო გრაფიკი - (ღამის) კვირაში 3 ან 4 ღამე;01:00-დან 09:00-მდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა( მინიმუმ B2)
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა არის აუცილებელი
  • აქტიური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურება:
დისპეჩერი 2500 ლარიდან (ფიქსირებული + ბონუსი)
კოორდინატორი 1700 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)

 
ჩვენი გუნდი გთავაზობთ ენერგიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: georgianlogisticsgroup@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!