კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი რეკრუტერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი.
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესაბამისად მოზიდვა/შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HR ადმინისტრირების განყოფილებისათვის, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
- კანდიდატების მოზიდვის და შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით მონაცემების ანალიზი და ახალი წყაროების იდენტიფიცირება და მოძიება;
- ჩატარებული სამუშაოების რეპორტინგი დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი - განათალება (სასურველია სოციალურ მეცნიერების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- სასურველია რითეილ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურიობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
გახდით ჩვენი გუნდის წევრი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ უფროსი რეკრუტერი“
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !