მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
თარიღები: 01 მაი - 30 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@connect.com.ge
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს. 

ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების გუნდში, სათავო ოფისში. 

სამუშაო პირობები: 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ; 
ანაზღაურება: 1500 (NET) + საბონუსე სისტემა. 

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ტელეფონის ნომერი.

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კორპორატიული კლიენტების შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება; 
  • შეკვეთის ფაქტურების შემოწმება და დადასტურების მოთხოვნა;  
  • კლიენტის მხრიდან ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი; 
  • კორპორატიული კლიენტების ყოველდღიური მხარდაჭერა - შესაბამის სისტემაში სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება; 
  • საბარათე-სატალონე სისტემაში კორპორატიული კლიენტებისთვის შესაბამისი საწვავის ლიმიტის ადმინისტრირება; 
  • საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კორპორატიული კლიენტების რეგისტრაცია ან/და მათი მონაცემების რედაქტირება; 
  • ავტოგასამართი სადგურებისთვის საბარათე ტერმინალის რეგისტრაცია, გააქტიურება და სატესტო ბარათების დამზადება; 
  • თანამშრომლებისთვის საწვავის ლიმიტების გააქტიურება და ყოველთვიური ადმინისტრირება სისტემაში;  
  • დღიური და თვიური რეპორტების მომზადება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას მსგავს პოზიციაზე კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების მიმართულებით; 
  • სასურველია სფეროში გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საბაზისო სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია მომსახურების მიმართულებით გავლილი ტრენინგ(ებ)ი.  

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); 
  • მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge  2025 წლის 30 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!