G&A Group აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
ჩვენ შესახებ:
G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი
- ვიდეომონიტორინგის სისტემების მართვა და ანალიზი
- დაცვის თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და ინსტრუქციების გაცემა
- საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება
- უშიშროების პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და მონიტორინგი
- თანამშრომლობა მენეჯმენტთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ობიექტის უსაფრთხოების მართვაში
- დაცვის სამსახურის ორგანიზების და მართვის უნარი
- ვიდეომეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემების ცოდნა
- ფიზიკური გამძლეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დისციპლინა, ორგანიზებულობა და კრიტიკულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება
რას გთავაზობთ: - სტაბილური სამუშაო გარემო
- კონკურენტული ანაზღაურება
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge სათაურის ველში მიუთითეთ: “დაცვის უფროსი”