ტურისტული კომპანია „Travel Door Georgia“ აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე
„Travel Door Georgia“ არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში.
ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება ტურის დაწყებამდე
- მძღოლების მზაობის გადამოწმება ტურის დაწყებამდე
- შემოწმების შემდეგ ფოტო/წერილობითი რეპორტის წარმოება
- არსებული ავტომობილებისა და მათი მძღოლების ფოტო არქივის წარმოება და CRM პროგრამაში ასახვა
- მძღოლების გრაფიკების, მათ მიერ ნამუშევარი დღეების პროგრამული ასახვა და კონტროლი
- მძღოლების ბაზების კონტროლი/პერიოდული განახლება
- მიღებული ჯავშნების მონიტორინგი
- პარტნიორებთან კომუნიკაცია/ხელშეკრულებების განახლება
- ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს გენერალურმა მენეჯერმა შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში
- დაიცვას ორგანიზაციის ღირებულება კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- რუსული ენის ცოდნა
- MS Office-ის ცოდნა
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს
- ფიტპასის ჩართვის შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.კომპანია „ Travel Door
Georgia“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს,
მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,
მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე,
ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს,
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.