Brim Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე
სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
- შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
- სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება და პირობები: 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
პროფესიული ტრენინგები;
კვება;
უნიფორმა.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი - 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info@brimtbilisi.com / 0322 12 00 12
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას !