სასტუმრო “GreenWood” აცხადებს ვაკანსიას ბარმენის / რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.ბარმენიმოვალეობები:- ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
- ბარის, ჭიქებისა და დამატებითი ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ყინულის კონტეინერების, მაცივრებისა და ბარის სხვა აღჭურვილობის დეზინფექციის უზრუნველყოფა;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
- სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
მოთხოვნები:- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენა: ინგლისური( სხვა დამატებითი ენა ჩაითველა უპირატესობად)
რესტორნის მენეჯერი
პოზიციის ზოგადი აღწერა:რესტორნის მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს რესტორნის ოპერაციული საქმიანობის სრულ მართვაზე. მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს სერვისის ხარისხი, კოორდინაცია, ფინანსური ეფექტიანობა და სტუმართა კმაყოფილება.ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:- რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი
- რესტორნის პერსონალის (მოლარეები, მიმტანები, ბარისტები და სხვ.) მართვა, მოტივაცია და განვითარება
- მომსახურების სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და გაუმჯობესება
- სტუმართა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება
- რესტორნის მენიუს და სერვისის მუდმივი დახვეწა შიდა და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებით
- მარაგების და ინვენტარის კონტროლი, მომწოდებლებთან კოორდინაცია
- რესტორნის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მართვა
- ურთიერთობა სხვა დეპარტამენტებთან — განსაკუთრებით შეფ-მზარეულთან, მიღებასთან და ფინანსურ განყოფილებასთან
უფლებები:- მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები სერვისის გაუმჯობესების მიზნით
- შეარჩიოს, დაარეგულიროს ან მოახდინოს ცვლილება სამუშაო გრაფიკებში
- წამოაყენოს ინიციატივები რესტორნის პროდუქტების ან მომსახურების განვითარებაზე
- მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ დაგეგმვასა და შესყიდვების პროცესში
- დააწესოს შიდა სტანდარტები პერსონალის ეფექტურობის ზრდის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება (სასტუმროში ან პრემიუმ კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ლიდერული და მენეჯერული უნარ-ჩვევები
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და დეტალებზე ყურადღება
- გუნდური მუშაობის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება
- უცხო ენა: ინგლისური (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
რას გთავაზობთ:- სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემო
- მეგობრული გუნდი და განვითარების შესაძლებლობა
- კვებით უზრუნველყოფა სამუშაო დღეებში
- სასტუმროს სისტემაში კარიერული წინსვლის პერსპექტივა
რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებებს!