საუზმის მზარეული
თარიღები: 02 მაი - 31 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: salome.zazadze@bazzarhotel.com
რესტორანი “ბაზზარი“ აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საუზმის პროცესის სრულყოფილი წარმართვა;
  • მენიუში არსებული კერძების ნახ. ფაბრიკატების მომზადება;
  • ნახ. ფაბრიკატების დასრულება და სერვირება. 

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • პროდუქტების დამუშავების, დახარისხებისა და შენახვის ცოდნა;
  • შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება;
  • ორგანიზებული და კეთილგანწყობილი;
  • შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი.

პირობები:
  • გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 9 საათიანი სამუშაო გრაფიკით (1 საათი დასვენება);
  • ანაზღაურება: 1 200 ლარი (მოჭრილი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე, subject ველში ვაკანსიის დასახელების მითითებით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:salome.zazadze@bazzarhotel.com
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე.