სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას, კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობათა კონტროლის და მომსახურების ჯგუფის პრეტენზიების ტექნიკური ბაზის ოპერატორის თანამდებობაზეძირითადი მოთხოვნები- საშუალო სპეციალური განათლება;
- სასურველია მსგავსი პროფილით მუშაობის გამოცდილება;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა :Microsoft Windows საოპერაციო სისტემა - MS Office; (Word, Excel,) MS Outlook;
- საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები- ტექნიკური პრეტენზიების მონაცემთა ბაზის მუშაობის უზრუნველყოფა;
- მიმწოდებელი კომპანიის აბონენტებისგან ტექნიკური პრეტენზიების მიღება/დაფიქსირება და შესაბამისი გაფორმება;
- მიღებულ პრეტენზიებზე დროული რეაგირების განხორციელება და შემდგომი კონტროლი;
- დარიცხვებისა და მატერიალური პრეტენზიების განყოფილების მოთხოვნების საფუძველზე სრულფასოვანი და ხარისხიანი დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.