ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
თარიღები: 02 მაი - 16 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@basisbank.ge
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები:
  • საზედამხედველო და მაკონტროლებელი ორგანოებისათვის კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების მიწოდება დადგენილ ვადებში;
  • ბანკის ფინანსური მონაცემების ფინანსურ სტანდარტებსა და რეგულაციებში შეტანილი ცვლილებებთან  შესაბამისობაში მოყვანა;
  • ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის არარეგულარული ფინანსური მონაცემების მიწოდება;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან  ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ბანკში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურეველია B6 და LMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა,

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 16მაისის  ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!