შემოსავლების აუდიტორი/ქეშიერი
თარიღები: 02 მაი - 31 მაი
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.tsinandali@radissoncollection.com
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი “- კახეთის რეგიონის მასშტაბით პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, სილქროუდ ჯგუფის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ქართული კულტურული ძეგლის- წინანდლის მამულების ტერიტორიაზე. იგი აერთიანებს სხვადასხვა ზომის 124 ოთახს, საკონფერენციო ოთახებს, სპას და რამდენიმე კონცეფციის რესტორანსა და ბარს. (ამოვიღოთ ეს წინადადება )სასტუმროს გუნდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელშიც 200 + თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების აუდიტორის (ქეშიერი)  პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი- თელავი, წინანდალი
სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები- 8 საათიანი სამუშაო ცვლა

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და დამუშავება
  • სასტუმრო (ამოვიღოთ)
  • ყოველდღიური შემოსავლის დადასტურება და შესაბამისი ფინანსური ანგარიშების მომზადება;
  • Opera პროგრამაში ჩეკების და PM-ების (Paymaster Accounts) შემოწმება და კონტროლი;
  • ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების კონტროლი, გაცემული ფლოტის კონტროლი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის შედგენა და დაარქივება (ინვოისები, ქვითრები, ანგარიშ-ფაქტურები და სხვ.);
  • შემოსავლების ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • ფასდაკლების ჩეკების შემოწმება და შესაბამისი რეპორტის მომზადება.
  • თანამშრომლობა აუდიტორებთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად;
  • თვის დახურვისათვის გათვალისწინებული ყველა საჭირო რეპორტის მომზადება;
  • კრედიტ ბარათებით განხორციელებული გადახდების შედარება და სისწორის მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში;
  • მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა დავალებებს შესრულება, კომპეტენციისა და პოზიციის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ფინანსური მიმართულებით;
  • 1 წლიანი გამოცდილება ქეშიერის ან შემოსავლების აუდიტორის პოზიციაზე (სასურველია სასტუმროს ან საცალო ვაჭრობის სექტორში);
  • Excel-ის, POS სისტემებისა და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (მაგ: Opera, Micros, Fidelio, ან სხვა);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • კვებას;
  • კომპანიის ტრანსპორტით მომსახურებას ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

შერჩევის ეტაპები:
  • CV/რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tsinandali@radissoncollection.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შემოსავლების აუდიტორი".

გაცნობებთ, რომ შპს "წინანდლის მამულები " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს1 (ერთი) წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს ,,წინანდლის მამულებ”-მა წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს