ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი-ს პოზიციაზეგანაკვეთი: სრული;ანაზღაურება: 2000 ლარი;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისიძირითადი მოვალეობები:- სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
- სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
- საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
- იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჯება, გაფორმება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
- ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
- ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
- დოკუმენტაციის არქივის წარმოება
ძირითადი მოთხოვნები:- ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
- ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.