ანგარიშსწორების განყოფილების სპეციალისტი
თარიღები: 05 მაი - 03 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@silkbank.ge
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ანგარიშსწორების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:
  • რეზიდენტი და არარეზიდენტი მოკორესპონდენტო ბანკების ლორო და ნოსტრო ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება (პირველადი დოკუმენტების შექმნა);
  • არასწორი რეკვიზიტებით ჩარიცხული თანხების შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე აღრიცხვა;
  • საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების კუთვნილი საკომისიო თანხების კორესპონდენტი ბანკების მიერ დადგენილ ტარიფებთან შესაბამისობის კონტროლი და ბალანსის შესაბამის მუხლებზე ასახვა;
  • ხაზინის განყოფილების მიერ დადგენილი წესით მოწოდებული სხვადასხვა სახის (ბანკთაშორისი ოპერაციები) დავალებების შექმნა ბანკის შიდა ნორმატივებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში;
  • ინტერნეტ-ბანკის სისტემით მიღებული კლიენტის დავალებების შესრულება;
  • საოპერაციო დღიური საბუთების წარმოება;
  • ინტერნეტ ბანკის სიტემით გახსნილი ანგარიშების/დეპოზიტების, შეკვეთილი პლასტიკური ბარათების ყოველდღიური კონტროლი სისტემის გამართული ფუნქციონირების შემოწმების მიზნით;
  • ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
  • ჩატარებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ანგარიშგების მომზადება
  • ბანკის შიდა ნორმატიულილი დოკუმენტების მოთხოვნების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო სფეროში);
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office-ის ცოდნა;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სავალდებულოა;

სპეციფიური ცოდნა:
  • პროგრამებში /SWIFT/RTGS მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში;

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 ივნისი

გისურვებთ წარმატებებს !