კონსულტანტი
2xP PRIORITY კენარი
თარიღები: 05 მაი - 03 ივნ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@kenari.ge
კომპანია „კენარი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება  
  • პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა 

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე).
ანაზღაურება: 1200 ლარიდან 1500 ლარამდე დარიცხული (გამოსაცდელი ვადის პერიოდში 900 ლარი)

კომპანია ‘’კენარის’’ მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@kenari.ge
გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ბათუმი- სივრცის კონსულტანტი“

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების

დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 01 წლის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: info@kenari.ge

კომპანია „კენარი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!