გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 06 მაი - 04 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@atelieroutlet.ge
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss,Calvin Klein, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike.

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: დღეში 7 საათი, (10:00-18:00 ან 14:00-22:00) დასვენება 2 დღე

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:
  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • კონკრეტულად ლაქშერ/პრემიუმ ბრენდ კატეგორიაში მუშაობა და შეთავაზების გაკეთება;
  • ლაქშერ/პრემიუმ ბრენდების სივრცეში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდის ტენდენციის გასაუმჯობესებლად მუდმივი ინივიატივების არსებობა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;(ორივე ენის ფლობა ჩაითვლება უპირადტესობად)

მოთხოვნები:
  • პროფესიული განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • აქტიურობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge .
გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „გაყიდვების მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.