სამშენებლო კომპანია სი ემ დი ფორტექსი აცხადებს აკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის (Construction Works Supervisor / Foreman) პოზიციაზე
სამუშაოს აღწერა:
სამუშაოთა მწარმოებელი პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების კოორდინაციასა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებაზე. ის უნდა უზრუნველყოფდეს, რომ სამუშაოები სრულდება დადგენილი გეგმის, ვადების, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კონტროლი
- ობიექტზე სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია
- ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გაანალიზება და შესრულების კონტროლი
- საჭირო მასალებისა და რესურსების განსაზღვრა და დროული მოწოდება
- უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი
- შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია და ანგარიშგება
მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება მშენებლობაში (სასურველია)
- სამშენებლო ნახაზებთან მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
- ლიდერის თვისებები და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება შეთანხმებით: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@fortex.ge; ჩვენ მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრების ჩანიშვნა.