კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.არქიში ვეძებთ PR მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:- PR კამპანიების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა, საჭიროებიდან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება;
- პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზება;
- საჭიროებისამებრ, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, მედიისთვის ინტერვიუს მიცემა, გადაცემებში მონაწილეობის მიღება;
- კრიზისული სიტუაციების PR გეგმის შემუშავება;
- მედიამონიტორინგი;
- სხვადასხვა არხებით შემოსული ინფორმაციის მონიტირინგი და რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება PR-ის მიმართულებით;
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.phpგთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.