PR მენეჯერი
2xP PRIORITY Shoshia's Beauty Space
თარიღები: 06 მაი - 04 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 500 - 1800
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: shoshiabeauty@gmail.com
გიყვარს სილამაზის სფერო? ხარ კომუნიკაბელური, კრეატიული და კარგად ერკვევი სოციალურ მედიაში? მაშინ ეს შანსი შენთვისაა!

ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სილამაზის სალონი Shoshia's Beauty Space -  ეძებს PR მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ბრენდის იმიჯზე, სოციალური მედიის მართვაზე და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

რა გევალებათ:
  • ეფექტური PR სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა გარშემო მდებარე  სივრცეებთან და პარტნიორებთან;
  • შესაბამისი ინფლუენსერების მოძიება და კოლაბორაციების ორგანიზება;
  • სოციალური მედიისა და სხვა ციფრული არხების გამოყენებით სალონის ცნობადობის ზრდა;
  • ვიდეოგრაფთან თანამშრომლობით ვიდეო კონტენტის იდეების გენერაცია და დაგეგმვა – ბრენდის სტილზე მორგებული ვიდეოებისთვის (სარეკლამო, საინფორმაციო, ბექსტეიჯი და სხვა);
  • ადგილობრივი აქტივობების, ღონისძიებების და კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
  • სალონის პრომო-კამპანიების ორგანიზება და კლიენტებთან აქტიური კავშირი.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება PR ან მარკეტინგის სფეროში (სასურველია სილამაზის ინდუსტრიაში);
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების გამორჩეული უნარები;
  • ინიციატივიანი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება;
  • კრეატიულობა და უნარი ითანამშრომლოს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან და გუნდთან.

სამუშაო გრაფიკი:
მოქნილი გრაფიკი, თუმცა სავალდებულოა კვირაში ნებისმიერი 3 დღე იმყოფებოდეს სალონში მინიმუმ 6 საათით, რათა სრულად გაეცნოს შიდა პროცესებს, გუნდსა თუ თანამშრომლებს.

შერჩევის ეტაპები – კონკურსის ფორმატში:
  • მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 3 საუკეთესო კანდიდატი;
  • ისინი გაივლიან 2 კვირიან ფასიან სტაჟირებას (ანაზღაურება – 500 ლარი);
  • სტაჟირება არის სრულფასოვანი სამუშაო ეტაპი — კანდიდატები იმუშავებენ იმავე ტემპით და ამოცანებზე, რაც ექნებათ მომავალში. ამ 2 კვირაში გვინდა ვიხილოთ მათი რეალური შესაძლებლობები, ინიციატივა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • 2 კვირის შემდეგ, იმ კანდიდატს, ვინც ყველაზე მეტად გამოიჩენს თავს, შევთავაზებთ PR მენეჯერის მუდმივ პოზიციას.

ანაზღაურება:
ძირითადი პოზიციის ხელფასი: 1800 ლარი თვეში
სტაჟირების ანაზღაურება: 500 ლარი (2 კვირა)

როგორ შემოგვიერთდეთ:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: shoshiabeauty@gmail.com