შპს სამშენებლო კომპანია "აისბერგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზესამუშაო ადგილი: თბილისისამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)ანაზღაურება: 2000-2500მოვალეობები:- კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;
- კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა , სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
- წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა;
- შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება;
- მოთხოვნის შემთხვევში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
- შრომითი და მსგავსი სხვა სახის ხელშეკრულებების მართვა;
- მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
- შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად
პროფესიული მოთხოვნები:- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიული გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა (პრიორიტეტია სამშენებლო მიმართულებით)
- სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
- სარჩელებისა და საჩივრების მომზადების გამოცდილება;
- საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება- ‘’იურისტი’’გისურვებთ წარმატებას!